ქალთა კავშირი "რეა"
 

ქალთა კავშირი "რეა" 2006 წლიდან ინტენსიურად მუშაობს განვითარების პრობლემის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქო - სოციალური რეაბილიტაციის სფეროში, მათი საზოგადოებაში ფართო ინტეგრაცის უზრუნველყოფის მიზნით. დღეისათვის მას ამოქმედებული აქვს რამდენიმე საინტეგრაციო ცენტრი, როგორც თბილისში, ასევე ასპინძის, ადიგენისა და უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ახალქალაქის რაიონში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი). ამ ცენტრებში "რეას" სპეციალისტები და პედაგოგები ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე მოზარდებსა და ახალგაზრდებს სხვადასხვა სასარგებლო, მათ შორის, სახელობო უნარ-ჩვევებს უნვითარებენ. დიდი გამოცდილება აქვს ორგანიზაციას დაგროვებული, აგრეთვე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საზაფხულო მულტისაინტეგრაციო ბანაკების ორგანიზებისა და ადგილობრივი ახალგაზრდა ლიდერების მომზადების საქმეში. 2013 წელს კავშირმა, შშმ ახალგაზრდების და მათი მშობლების დასაქმების მიზნით, თბილისში გახსნა სოციალური საწარმო - კაფე-გალერეა "რეას ციყვები". "რეას" მიერ განხორციელებული საქმიანობის მთავარი მხარდამჭერები არიან Bread for the World-ი (გერმანია, ავსტრია), ავსტრიის განვითარების სააგენტო და დიაკონია, აგრეთვე, ევროკავშირი და აშშ-ს საელჩო საქართველოში. იგი აქტიურად თანამშრომლობს, აგრეთვე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, რეგიონალურ მუნიციპალურ სტრუქტურებთან, სამღვდელოებასთან და ადგილობრივი თემების სხვადასხვა წარმომადგენლებთან .

ქალთა კავშირ "რეას" საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდებს :


https://www.facebook.com/WomensUnionRHEA.ge?fref=t  
https://www.facebook.com/pages/Social-cafe-gallery-Rheas-Squirrels/1374456746121612?fref=ts  
http://www.brot-fuer-die-welt.de/projekte/projektliste/georgien-rhea.html  
http://brot-fuer-die-welt.at/de/laender/land/georgien
 
   
 

 

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის თემზე დაფუძნებული ამბულატორიული სერვისის მოდელის შემუშავება და პილოტირება