საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობა”
საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობა” არასამთავრობო სამეცნიერო-პრაქტიკული ორგანიზაციაა, რომელიც 1990 წლიდან მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების სფეროში. “ნდობის” მისიაა ფსიქოლოგიურ კრიზისში მყოფი ადამიანების დახმარება და საქართველოში ფსიქოსოციალური დახმარების სისტემის შექმნა და განვითარება.

“ნდობა” ხელს უწყობს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის განხორციელებას. მუშაობს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებაზე და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების ინტეგრირებაზე პირველად ჯანდაცვაში, განათლების სისტემაში და ა.შ.

“ნდობა” სთავაზობს პროფესიულ სერვისს კრიზისში მყოფ და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს. ეხმარება როგორც ცალკეულ პირებს, ასევე ფსიქოსოციალური დახმარების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შესაბამისი განათლების და კონსულტაციების მიღებაში.

"ნდობა"-ს სამსახურებია: გადაუდებელი სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, კრიზისული დახმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი, პიროვნების განვითარების კლუბი.


საკონტაქტო ინფორმაცია:
   
მისამართი: თბილისი, მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა 102
ტელეფონი: 98 21 71, 95 25 35
ელ–ფოსტა: ndoba@caucasus.net; mail@ndoba.org.ge
ვებ–გვერდი: www.ndoba.org.ge
საკონტაქტო პირი: ნანა აღაპიშვილი (აღმასრულებელი დირექტორი)

 

 

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის თემზე დაფუძნებული ამბულატორიული სერვისის მოდელის შემუშავება და პილოტირება