საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია (სფჯა)
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა 1991 წელს და აერთიანებს ფსიქიატრიის დარგში მომუშავე სპეციალისტებს და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს.

ასოციაციის მიზანია საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურის რეფორმირება, თემზე დაფუძნებული სამსახურის განვითარება და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა; ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრირება და მათთვის ღირსეული მკურნალობისა და ცხოვრების პირობების შექმნა;

შესრულებული საქმიანობა და მომავალი გეგმები:

ასოციაციამ ხელი შეუწყო კანონის "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ" მნიშვნელოვან გაუმჯობესებას;

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით ასოციაციის მიერ ჩატარდა კვლევა “საქართველოს ფსიქიკური ჯანმთელობის დაცვის სიტუაციური ანალიზი”. ამჟამად ამ სიტუაციური ანალიზის საფუძველზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ფსიქიკური ჯანმთელობის კოალიციასთან ერთად მიმდინარეოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის შემუშავება;

ასოციაციამ საქართველოს შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური სამინისტროს დაკვეთით და ფონდის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” და ფარმაცევტული ფირმის იანსენ–სილაგის ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა ფსიქიკურ აშლილობათა მკურნალობის გაიდლაინები.

1998 წლიდან Gდღემდე მუშაობს ასოციაციის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც ყოველდღიურად 40 - 45 ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს უტარდება მკურნალობა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;

ასოციაციის მიერ შემუშავებულ იქნა შემდეგი ტრენინგების კურსი: კოგნიტურ -ბიჰევიორული ფსიქოთერაპია, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები, ფსიქიკური ჯანმთელობის სამსახურის რეფორმირების პრინციპები, კანონი "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ"; აღნიშნული ტრენინგები უტარდება ფსიქიკური ჯანმთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს და დაიტერესებულ პირებს;

ასოციაცია ყოველწლიურად აწყობს საზოგადოებრივი კამპანიებს. მათი მიზანია საზოგადოების გათვითცნობიერება ფსიქიკური დაავადებების საკითხებში და საზოგადოებაში იმ ღირებულებების დამკვიდრება, რომლებიც ხელს შეუწყობს ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს იცხოვრონ ღირსების გრძნობით. ასოციაცია ხელს უწყობს პაციენტების დამოუკიდებელ ორგანიზაციას;

ასოციაცია საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის სხვა წევრებთან ერთად ანხორციელებს იძულებით გადაადგილებულ პირთა ფსიქოსოციალურ დახმარებას.


საკონტაქტო ინფორმაცია:
   
მისამართი: თბილისი 0177, ასათიანის ქ. 10
ტელეფონი: 312070/ 397844 / 311080 ფაქსი: (+995 32)31 10 80
ელ–ფოსტა: mental@gamh.org.ge
ვებ–გვერდი: www.gamh.org.ge
საკონტაქტო პირი: მანანა შარაშიძე (დირექტორი)
 

 

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის თემზე დაფუძნებული ამბულატორიული სერვისის მოდელის შემუშავება და პილოტირება