კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ
”კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” არის არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია. იგი დაარსდა 1990 წელს სახელწოდებით “სოციალური თერაპიის სახლი”. 2000 წლის მაისში მას ამჟამინდელი სახელი ეწოდა.

კავშირის საბოლოო მიზანია საქართველოში შეიქმნას ისეთი გარემო, სოციალურ-თერაპიული ერთობები და სხვა სახის მომსახურება, რაც შესაძლებელს გახდის განვითარების შეფერხების მქონე ახალგაზრდებისა და ზრდასრულების ინდივიდუალურ განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციას; სოციალურ-თერაპიულ ერთობებში ხანდაზმულების ჩართვას.

სამოდელო დაწესებულება ”სოციალური თერაპიის სახლი” საფუძველს ქმნის ახალი ერთეულების შექმნისა და საქმიანობებისათვის.

კავშირის სტრატეგიაა:
  • სოციალურ-თერაპიული დაწესებულების შექმნა შრომითი და საცხოვრებელი ერთობების სახით
  • მიზნობრივი ჯგუფის სხვა სახის მომსახურების განვითარების ხელშეწყობა
  • სოციალ-თერაპევტთა მომზადება და სხვა საჭირო სპეციალისტთა მომზადების, დახელოვნების ხელშეწყობა
  • მიზნობრივი ჯგუფის ოჯახის წევრების ტრენინგი, კონსულტაცია, ურთიერთდაკავშირება
  • მიზნობრივი ჯგუფის მიმართ სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, გავრცელებული სტერეოტიპების შეცვლა
  • მიზნობრივი ჯგუფის ინტერესთა და უფლებების დაცვის ხელშეწყობა
  • ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.

კავშირის ძირითადი პროგრამებია:

  • სოციალ-თერაპიული შრომითი და სახოვრებელი ერთობების შექმნა
  • კადრების მომზადება
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა


საკონტაქტო ინფორმაცია:
   
მისამართი: თბილისი, უბილავას ქ.9
ტელეფონი: 77 63 07, 77 54 85. ფაქსი: 77 54 85
ელ–ფოსტა: info@apnsc.ge
ვებ–გვერდი: www.apnsc.ge
საკონტაქტო პირი: ნანა ლომაძე, ნათია წიქორიძე(მენეჯერები)
 

 

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის თემზე დაფუძნებული ამბულატორიული სერვისის მოდელის შემუშავება და პილოტირება