ასოციაცია “ანტი სტიგმა”
ასოციაცია “ანტი სტიგმა” არის არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მუშაობის ძირითად მიზანს ფსიქიკური პრობლემების მიმართ სტიგმის შემცირება წარმოადგენს.
ორგანიზაცია დაარსდა თბილისში და მოღვაწეობს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში 2001 წლიდან. “ანტი სტიგმამ” მოხალისეობრივი მუშაობა დაიწყო თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში – საქართველოს ფსიქიატრიული სისტემის ერთ-ერთ ყველაზე სტიგმატიზირებულ ინსტიტუციაში, სადაც პაციენტების საცხოვრებელი პირობები არაჰუმანური იყო. კორდეიდის ფინანსური დახმარებით აღნიშნულ საავადმყოფოში განვახორციელეთ რამდენიმე რეაბილიტაციური პროექტი.

გასული წლების განმავლობაში “ანტი სტიგმა” მუშაობდა ორი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებით: ზემოქმედებდა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, როგორც სტიგმის განმაპირობებელ ფაქტორზე და უზრუნველყოფდა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისათვის, როგორც სტიგმატიზაციის რისკის ქვეშ მყოფთათვის, თანამედროვე სერვისების ხელმისაწვდომობას.

ასოციაცია “ანტი სტიგმას” მისია და ხედვა:


“ანტი სტიგმას” სურს სამყარო სადაც ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები არ არიან სტიგმატიზირებული და დისკრიმინირებული. ამიტომ “ანტი სტიგმა” ცდილობს ებრძოლოს ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები სტიგმატიზაციას და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის ძირითადი უფლება იცხოვროს ღირსეულად თან თანასწორად. “ანტი სტიგმა” თავის მუშაობას წამართავს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებებით: თემზე დაფუძნებული პროგრამები, საკომუნიკაციო-საგანმანათლებლო პროგრამები და ლობირება-ადვოკატირება.

ამჟამად მიმდინარე პროექტი მოიცავს შემდეგ საქმიანობებს: თემზე დაფუძნებული პროგრამების ფარგლებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისათვის გლდანის თემში ფუნქციონირებს დღის აქტივობების ცენტრი მომხმარებელთა პიროვნების განვითარების კლუბით; საკომუნიკაციო-საგანმანათლებლო პროგრამები მოიცავენ სასკოლო პროგრამებს სატრენინგო პროგრამებს სკოლის ფსიქოლოგების, პედაგოგებისა და მშობლებისათვის, აგრეთვე ანტი-სტიგმა აქციებს მომხმარებელთა მონაწილეობით; ლობირება-ადვოკატირების ფარგლებში ჩვენი წარმომადგენელი აქტიურად მოანწილეობს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციასა და ფსიქიატრიული სერვისების რეფორმირების პროცესში – ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის, ნაციონალური გაიდლაინებისა და ფსიქიატრიული პროგრამების შემუშავებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
   
მისამართი: თბილისი, გლდანის I მიკრო რაიონი, 20ა კორპუსი, ბ. 44
ტელეფონი: 58 18 38
ელ–ფოსტა: antistigma@caucasus.net
ვებ–გვერდი: www.antistigma.ge
საკონტაქტო პირი: ნატალია ხონელიძე (აღმასრულებელი დირექტორი)
 

 

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის თემზე დაფუძნებული ამბულატორიული სერვისის მოდელის შემუშავება და პილოტირება