საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია იურიდიულად დაფუძნდა 2008 წლის 8 აგვისტოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი 6 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ.

ნამდვილი წევრები:

საქართველოს ფსიქო-სოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობა”

პროფესიული სერვისი კრიზისში მყოფი და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. „ნდობა“ ეხმარება როგორც ცალკეულ პირებს, ასევე ფსიქოსოციალური დახმარების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შესაბამისი განათლების და კონსულტაციების მიღებაში. ვრცლად

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია (სფჯა)

მოქმედებს საქართველოს ყველა მოქალაქის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის ადვოკაციის, განათლების, კვლევის და სერვისების მეშვეობით; ხელს უწობს საქართველოში ფსიქიკური ჯანდაცვის რეფორმას თემზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებით. ვრცლად

კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას
რომ საჭიროებენ

ემსახურება განვითარების შეფერხების მქონე ახალგაზრდა და ზრდასრული პირებს. არის საქართველოში პირველი თემზე დაფუძნებული სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია. ვრცლად

ასოციაცია “ანტი სტიგმა”

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მუშაობის ძირითად მიზანს ფსიქიკური პრობლემების მიმართ სტიგმის შემცირება წარმოადგენს. ვრცლად

Z24 ქალთა კავშირი "რეა"

ქალთა კავშირი "რეა" 2006 წლიდან ინტენსიურად მუშაობს განვითარების პრობლემის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქო - სოციალური რეაბილიტაციის სფეროში. ვრცლად

აფრა საქართველო

კავშირი ფსიქიკურად დაავადებულ პირთა , მომვლელთა და ნხარდამჭერთა
ასოციაცია "აფრა საქართველო"
1. ფიქიკურად დაავადებულ პირთა ოჯახებისათვის პრაქტიკული დახმარება.
2 . ფსიქიკურად დაავადებულთა ოჯახის წევრების ინტერესთა დაცვა.
3. ფსიქიკურად დაავადებულთათვის უკეთესი პირობების(საცხოვრებელი გარემო, სოციალური ა.შ) შექმნა
აქტიური მონაწილოების მიღება ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის რეფორმაში; ვრცლად


ასოცირებული წევრები:

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის თემზე დაფუძნებული ამბულატორიული სერვისის მოდელის შემუშავება და პილოტირება